ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელს საბინე მახლის შეხვდა. შეხვედრაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს სააგენტოების თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
„საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელს , ქალბატონ საბინე მახლის შევხვდით. ქუთაისის მუნიციპალიტეტს და გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციებს აქტიური თანამშრომლობა აქვთ.
ამ თანამშრომლობის შედეგად ქუთაისში ბევრი წარმატებული პროექტი განხორციელდა. დღეს მომავალი ურთიერთობების ასპექტებზეც ვისაუბრეთ. კვლავ გავაგრძელებთ ახალგაზრდულ, გენდერულ, განათლების, დასაქმებისა და გარემოს დაცვის სფეროებში სხვადასხვა პროექტებზე მუშაობას. მადლობა მინდა ვუთხრა გაეროს წარმომადგენლებს ასეთი მხარდაჭერისთვის,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.