ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის "ბაგრატის" წევრებს შეხვდა.
ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, ანსამბლი უკრაინაში, ჟიტომირში იმყოფებოდა, საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე. "ბაგრატმა" ფესტივალის გრან-პრი მოიპოვა.
" კიდევ ერთხელ გვასახელეს ჩვენმა პატარა მოცეკვავეებმა. ქუთაისის მერია დაეხმარა მათ, რომ ჟიტომირში გამგზავრებულიყვნენ, საიდანაც გამარჯვებულები დაგვიბრუნდნენ. ჟიტომირი ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქია და ორმაგად სასიხარულოა, რომ სწორედ იქ მოიპოვეს ბავშვებმა ეს დიდი გამარჯვება.
ვულოცავ ანსამბლ "ბაგრატს", მის ხელმძღვანელებს ამ წარმატებას! ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი და კვლავ ბევრჯერ გაგვახარონ!" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.