აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა.
განხილვას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, მერის მოადგილეები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
„დღეს ქალაქის საკრებულოს მიერ მოეწყო ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა. ეს არის ბიუჯეტის პირველი, სამუშაო ვერსია , რომელიც მოამზადა ქუთაისის მერიამ. მომავალი წლის ბიუჯეტში გვაქვს 22 მილიონიანი ზრდა.
2022 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებად ისევ რჩება სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურა, კულტურა. გვაქვს ახალი პროგრამებიც. მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება უფრო მრავლისმომცველი. მნიშვნელოვანია ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ჩვენი თანაქალაქელების აქტიური ჩართულობა, რომ მათი მოთხოვნები და საჭიროებები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ბიუჯეტის საჯარო განხილვის პროცესი გაგრძელდება.