ქუთაისის მერიამ ფოტოკონკურს „ილოს“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიალი, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეგულაციის ყველა წესის დაცვით, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართა.
კონკურსის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
ნომინაცია "პორტრეტი":
1. ირაკლი ბიგვავა.
2. გიორგი კილაძე.
3. ნათია ფხაკაძე .
ნომინაცია " მობილური ფოტო":
1. ირმა ხაფავა.
2. ვანო ჩაფიძე.
3. პაატა ნემსიწვერიძე.
გამარჯვებულებს დიპლომები, ილოს მინიატურული ქანდაკებები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
კონკურსი 15 წლის წინ დაარსდა, მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით. წლევანდელი ღონისძიების ორგანიზატორიც მერიის კულტურის განყოფილებაა. დაჯილდოების ცერემონიალს წინ უსწრებდა ვიდეო რგოლისა და წიგნის „ილო ფოტოგრაფის“ პრეზენტაცია.