ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა გამართა. საკრებულოს სხდომა ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლარინა ლალიაშვილმა გახსნა, რომელმაც თვითმმართველობის კოდექსის თანახმად თავმჯდომარის არჩევამდე, სხდომის გაძღოლის ფლებამოსილება უხუცეს წევრს, თეიმურაზ ნადირაძეს მიანიჭა.
საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ქუთაისი მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ირაკლი შენგელია იქნა არჩეული. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დეპუტატებმა მხარი გია ბასილაძეს დაუჭირეს.
თავმჯდომარის მოადგილეებად ასევე აირჩიეს, პაატა ლილუაშვილი და თეიმურაზ ნადირაძე.
დღეიდან ქუთაისის საკრებულოში მუშაობას ორი ფრაქცია გააგრძელებს.
1.ფრაქცია ქართული ოცნება- თავმჯდომარე, მარეხი ნიჟარაძე
2.ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-თავმჯდომარე, გიგა შუშანია.
მე-7 მოწვევის საკრებულოს გადაწყვეტილებით წარმომადგენლობით ორგანოში ხუთი კომისია იმუშავებს:
1.საფინანსო-საბიუჯეტო კომისია - თავმჯდომარე, ამირან კოპალეიშვილი.
2.იურიდიულ საკითხთა კომისია - თავმჯდომარე, თეა ჯუღელი.
3. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია- თავმჯდომარე, მამუკა რიჟამაძე.
4.ეკონომიკის ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისია - თავმჯდომარე, ლევან სანიკიძე.
5. განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კომისიას - თავმჯდომარე, ბექა ქებულაძე.