ქუთაისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, იურიდიულ საკითხთა კომისიაზე, დეპუტატებმა წარმოდგენილი საკითხის შესახებ იმსჯელეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე, თეა ჯუღელი უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ბაქარ მახარაძის პირადი განცხადების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის იურიდიულ საკითხთა კომისიის 7 დეკემბრის N დ 45,45213412 დასკვნის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.