ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში გაწერილი პრიორიტეტები განიხილეს. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალი პროექტები და ისაუბრეს კულტურისა და სპორტის სფეროს განვითარების პრიორიტეტებზე. სხდომაზე ასევე განხილული იქნა განათლებისა და ახალგაზრდობულ საქმეთა მიმართულებით არსებული პროგრამები და სხვა პოექტები, რომლებიც სტარტს 2022 წელს აიღებს. საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის სხდომას კომისიის თავმჯდომარე, ბექა ქებულაძე უძღვებოდა.