საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა
ქუთაისის 2022 წლის, მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მორიგი განხილვა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე გაიმართა.
ბიუჯეტში გაწერილი პროექტების განხილვას წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და კურატორი ვიცე-მერი, ასევე მერიის დარგობრივი სამსახურების, (ინფრასტრუქტურა, საბინაო და სხვა) ხელმძღვანელები დაესწრნენ.
კომისიის სხდომაზე დეტალურად იქნა განხილული ის ახალი პროგრამები, რომელსაც თვითმმართველობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიმართულებით გეგმავს.
დღესვე განხილული იქნა ბიუჯეტის პარამეტრები და ინფრასტრუქტურული პროექტები.
საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომას, თავმჯდომარე ლევან სანიკიძე უძღვებოდა.