ქუთაისის 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მორიგი განხილვა, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით დაგეგმილ სხდომაზე გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე, მარეხი ნიჟარაძე უძღვებოდა.
ბიუჯეტის განხილვას წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, ქალაქის მერი და აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სამსახურის უფროსებმა დეტალურად წარმოადგინეს საბიუჯეტო ცვლილებები და მომდევნო წელს დაგეგმილი პროექტები. ინფრასტრუქტურა, დასუფთავება, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა, სპორტი, სოციალური უზრუნველყოფა და ეკონომიკა, ეს არის საკითხები რომელიც ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტებად განისაზღვრა.
პროექტის თანახმად ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტი 89 მილიონ 876 ათას ლარს შეადგენს და მიმდინარე წელთან შედარებით 29 მილიონი ლარით არის გაზრდილი.