ქუთაისის მუნიციპალიტეტში დაწყებულია კულტურის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დოკუმენტზე მუშაობა, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის პროგრამის EU4Culture-ის ფარგლებში.
🔅დოკუმენტზე მუშაობის პროცესში საჭიროა მოქალაქეთა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მაქსიმალური ჩართულობა და აქტიურობა.
🔅გთავაზობთ კითხვარს, რომლის მიზანია, მოქალაქეთა გამოკითხვის საფუძველზე , განისაზღვროს პრობლემები, გამოწვევები და პრიორიტეტები.
🔅გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს, ჩაერთოთ სამუშაო პროცესში და მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვაში.
🔅ერთად შევქმნათ ქუთაისის კულტურის სტრატეგია.