ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.
ქუთაისის ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში საშობაო კონცერტი გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობდნენ: მესხიშვილის თეატრის, მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობები; მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული კამერული გუნდი; „ჩვენი კვარტეტი“; ელეონორა გოგოლაშვილი.
საშობაო კონცერტს ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიება ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და დასწრება ყველა მსურველს შეეძლო.
დაცული იყო კოვიდრეგულაციებით გათვალისწინებული მოთხოვნები.