ქუთაისში, პრემიერ- მინისტრის ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები დაიწყო.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და ბულვარში
საშობაო ბაზრობაა მოწყობილი, სადაც ადგილობრივ ხელოვანთა და მეწარმეთა პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი.
საბავშვო -გასართობი სივრცეებში პატარებისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობები იმართება, მათ შორის ფოტო-სესია სანტა კლაუსთან.
მალე დაიწყება კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით.
საზეიმო მსვლელობას მოაწყობს მოძრავი ორკესტრი.
საღამოს გაიმართება კონცერტი
ანსამბლ ,,შვიდკაცას" მონაწილეობით ; მაყურებლის წინაშე წარსდგება მომღერალი ნოდარიკო ხუციშვილი, მუსიკალურ ბენდთან ერთად.
დღის ბოლოს მოეწყობა საახალწლო ფოიერვერკი.
ღონისძიებები კოვიდრეგულაციების დაცვით ტარდება.