საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღი წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს. სხდომა კომისიის თავმჯდომარე, ლევან სანიკიძე უძღვებოდა.<
📍 დღის წესრიგი:
1 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის 2022 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
2 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N17 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება ოპასათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
4 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
5 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქველმოქმედო საზოგადოება ქუთაისელისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, უზურფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
6 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მადლისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის შესახებ თვითმმართველი ქალაქის-ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 10 ოქტომბრის N1080 ბრძანების საფუძველზე, 2013 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების N50 საიჯარო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
7 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, მოქალაქე ბორის ჯამბურიძისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
8 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, მოქალაქე გრიგოლ წერეთელისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
9 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, მოქალაქე თალიკო გურეშიძისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.