საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ სხდომა გამართა
ქუთაისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, ამირან კოპალეიშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღეს, 2022 წლის კომისიის სამუშაო გეგმა-გრაფიკზე და მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
დღის წესრიგი:
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2022 წლის სამუშაო გეგმა-გრაფიკის დამტკიცების შესახებ.