ქუთაისის "ტორპედოს " 13 წლამდელთა გუნდმა ლიეტუვაში გამართულ " ატეიტის თასის" გათამაშებაში მესამე ადგილი დაიკავა.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა წარმატებულ ნორჩ ფეხბურთელებს და მათ მწვრთნელებს მერიაში უმასპინძლეს.
" ვულოცავ ნორჩ" ტორპედოელებს" საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებულ ამ გამარჯვებას ! კიდევ უფრო მეტ წარმატებებს ვუსურვებ, რომ ბევრჯერ ასახელონ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა !" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ტურნირში 5 ქვეყნის 13 წლამდელთა გუნდები მონაწილეობდნენ. რატი ჩიხლაძის გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად იასპარეზა. ტურნირის საუკეთესო მეკარის ტიტული მოიპოვა ჩვენი გუნდის გოლკიპერმა ლუკა მამასახლისმა.
გუნდი ლიეტუვაში ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაემგზავრა.