ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ევროკავშირის შავი ზღვის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჯორჯიანა ბრატუ, ჯესიკა პაპუკა და მაგდალენა მოროშანი ქუთაისში პროექტის" BSB 457 მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა" მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ.
პროექტი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განხორციელდა 2018-2021 წლებში და მის ფარგლებში ქალაქში შეიქმნა ნარჩენების კომპოსტირების ცენტრი, განხორციელდა პლასტიკის და ქაღალდის სეპარირება. დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს პროექტის ფარგლებში შექმნილი საკომპოსტე ცენტრი.
" საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ქუთაისში ბევრი წარმატებული პროექტი განხორციელდა. მათ შორის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც დაგვეხმარა ნარჩენების სეპარირებასა და კომპოსტირებაში. თანამედროვე მსოფლიოსთვის ეს უმნიშვნელოვანესი თემებია და მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
პროექტის განხორციელებაში, ქუთაისის თვითმმართველობასთან ერთად, ჩართული იყვენენ ქალაქ უნგენის მერია (მოლდოვა), ასოციაცია "ტექნოპოლ გალაცი" (რუმინეთი) და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი".