შავი ზღვის პროექტი ,,Waste Free Rivers’’ აგრძელებს ნარჩენების სასარგებლო პროდუქციად გადაქცევას.
კომპოსტის პროდუქტი გამოიყენება როგორც ნიადაგის გამანოყიერებელი ქალაქის მწვანე სივრცეებისთვის.
წაიკითხეთ მეტი: bit.ly/3ohEqsJ.
MWM GMR (BSB457) – მწვანე ნარჩენების კომპოსტირების ცენტრი ქუთაისში სრულად ფუნქციონირებს 2021წლიდან.
ქუთაისში კომპოსტირების ცენტრი აშენდა, პროექტის ,,Waste Free Rivers for a Clean Black Sea’’ - MWM-GMR (BSB457) ფარგლებში.
ეს ადგილი მოიცავს დაახლოებით 3000 კვ.მ-ს. და კომპოსტირების პროცესის თითოეული ეტაპისთვის გამოყოფილია შემდეგი სექციები: მიწოდების/სკრინინგის სივრცე, კომპოსტირების სივრცე, კომპოსტის დამუშავების ადგილი და შესანახი ადგილი.
მწვანე ნარჩენების კომპოსტირების ცენტრი სრულად ამოქმედდა 2021 წლის გაზაფხულზე და მას შემდეგ 30 ტონაზე მეტი მწვანე ნარჩენი შეაგროვა მთავარმა ბენეფიციარმ ა- ქ.ქუთაისის თვითმმართველობამ.
ორგანული მასალის ჰუმუსის მსგავს მასალად დაშლის სრულ პროცესს 5-6 თვე სჭირდება, კომპოსტის პროდუქტს კი ქალაქის მწვანე სივრცეების ნიადაგის გასანოყიერებლად იყენებენ.
კომპოსტირება გვთავაზობს ეკოლოგიურად უკეთეს ალტერნატივას ნაგავსაყრელებზე ორგანული მასალების გამოყენებისთვის, რადგან კომპოსტირება ამცირებს მეთანის წარმოებას და დამატებით ეკონომიკურ და ეკოლოგიურ სარგებელს იძლევა. ცენტრის ოფიციალური გახსნიდან, ქუთაისის თვითმმართველობამ რამდენიმე განმეორებითი შეხვედრა გამართა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.
თვითმმართველი ქალაქის შემდეგი მიზანია სამშენებლო უბნებიდან მასალების შეგროვება და გადამუშავების ცენტრის აშენება.