ქუთაისში, ვაკისუბნის დასახლებაში თაბუკაშვილის 221 ნომერთან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. ადგილობრივ მოსახლოებას გზის პრობლემა 30 წლის განმავლობაში აწუხებდა.გართულებული იყო სამანქანო მოძრაობა და ფეხით გადაადგილება.აქვე რეაბილიტირდება N 36 საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზაც. გზის საფარის დასრულებული სამუშაოები, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან და ვაკისუბნის მაჟორიტარ დეპუტატ, მამუკა რიჟამაძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა. გზის სამუშაოები 283 000 ლარი დაჯდა და ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია, გზამშენი 21-ე საუკუნემ შეასრულა.
,,ჩვენ მივყვებით ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებებს და ვაკეთებთ ისეთ გზებს, რომლებიც წლების განმავლობაში არავის გახსენებია და მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მიმდინარე წელს ვგეგმავთ, რომ მნიშვნელოვანი ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია განვახორციელოთ,"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.