ქუთაისის მერიაში ჯანდაცვის და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლეს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლის და დამსახურების გამო, „ღვაწლმოსილი ქუთაისელის“ წოდება მიენიჭათ.
საპატიო წოდების მფლობელები გახდნენ:
მუსიკის მასწავლებლები -მანანა მიქაბერიძე, ქეთევან გვეტაძე, ქეთევან მელქაძე, ნანი ბოჭორიშვილი და ტატიანა ჯავახიშვილი.
ექიმები- მეგი ნიჟარაძე, მარინე კოღუაშვილი, მარინა ჩოგოვაძე და რევაზ შენგელია.
„ დღეს რამდენიმე გამორჩეულ ჩვენს თანაქალაქელს „ღვაწლმოსილი ქუთაისელის“ წოდება მივანიჭეთ. ეს ადამიანები ორ განსხვავებულ სფეროს წარმოადგენენ- კულტურას და ჯანდაცვას. თითოეულ მათგანს იცნობენ, აფასებენ და უყვართ ქუთაისში, სწორედ თავიანთი მაღალპროფესიული საქმიანობის და აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.
ვულოცავ ჩვენს ექიმებს, ჩვენს მუსიკის მასწავლებლებს ამ საპატიო წოდებას! მჯერა, კიდევ დიდხანს და ღირსეულად მოემსახურებიან ქუთაისს და ქუთაისელებს!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
„ღვაწლმოსილი ქუთაისელების“ წოდების მინიჭება, ტრადიციულად, პატივგების კომიისის მიერ განხორციელდა.