ქუთაისის ისტორიულ- ეთნოგრაფიულ მუზეუმში ,,დავითობასთან" დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება მოეწყო. „ძლევაი საკვირველი“, ასე ერქვა გამოფენას, რომელიც მუზეუმმა „დავითობას“ მიუძღვნა.
ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე დაესწრნენ. მუზეუმში დღესვე საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტსა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა და ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ მოაწერეს.