ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ( GIZ) პროექტების ხელმძღვანელს ჰარვარდ ჰერთინგს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი იყო GIZ -ის ახალი , საპილოტე პროექტის „ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების“ განხილვა. პროექტი 3 წლის მანძილზე გაგრძელდება და მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას - ადგილობრივი ეკონომიკის, ტურიზმის და ინდუსტრიული ტერიტორიების განვითარებას.
„ საინტერესო და საქმიანი შეხვედრა გვქონდა დღეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ახალი საგრანტო პროექტი, რომელსაც GIZ -ი იწყებს ევროკავშირის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად.
პროექტის მიზანია საპილოტე რეგიონებში კონკრეტული უბნების რეგენერაცია და განვითარება ეკონომკური მიმართულებით. იქნება ძალიან საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რათა გამოვიკვლიოთ- სად შეიძლება გარკვეული ინვესტიციების ეფექტურად განხორციელება, რომ ახლებურად დავინახოთ ქუთაისის ხვალინდელი დღე, ხელი შევუწყოთ ცალკეული სექტორების განვითარებას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ჩვენი ქალაქის განვითარებაზე“.- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.