15 თებერვალი ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის დღეა. ამ დღის აღსანიშნავად , ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ომში მონაწილე ადამიანებთან ერთად, პატივი მიაგო დაღუპული მეომრების ხსოვნას და ყვავილებით შეამკო " გმირთა მემორიალი ".
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ავღანეთის ვეტერანებისთვის საგანგებო სოციალური პროგრამა მოქმედებს, შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერით. ამჟამად ქუთაისში ცხოვრობს 42 ვეტერანი მებრძოლი.
ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა 33 წლის წინ დასრულდა.