ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები Wizz Air Abu Dhabi -ს მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერს შეხვდნენ
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ტატო ლილუაშვილი და ქუთაისის მერის მოადგილე, ირაკლი ქარქაშაძე დღეს DMO იმერეთის ხელმძღვანელ მარი დევიძესთან ერთად, Wizz Air Abu Dhabi -ს მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერს მაიკლ ნაშედს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამომავლო გეგმებზე და ურთიერთ თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ასევე ახალი საჰაერო ფრენებით გამოწვეული შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებაზე და მედია-ტურების აუცილებლობაზე.