ქუთაისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა.
ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია „ქუთაისის ახალგაზრდული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა 2022-2024“.
ახალგაზრდობის განვითრების სტრატეგიაზე მუშაობა 2020 წლიდან დაიწყო.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ შორის 2020 წლის 15 აპრილს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
2020 წლის აგვისტო-ოქტომბერში ჩატარდა ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა, რომლის მიხედვით გამოიკვეთა სტრატეგიის 6 მიზანი:
• სამოქალაქო ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა;
• ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება;
• ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერა;
• ახალგაზრდებისთვის არაძალადობრივი, უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
• ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისა და დასაქმების ხელშეწყობა;
• ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესება.
კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე შეიქმნა „ქუთაისის ახალგაზრდული სტრატეგიის სამოქმედო გეგმა 2022-2024“.
სამოქმედო გეგმაში გაწერილია მიზნები, ამოცანები და შესაბამისი აქტივობები, რომელთა განხორციელებით შესაძლებელია სტრატეგიის მიზნების შესრულება.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა იმ ახალგაზრდას და არასამთავრობო ორგანიზაციას, ვინც აქტიურად იყო ჩართული როგორც კვლევებში, ასევე სხვა სამუშაო პროცესებში და რომელთა თანადგომით შევძელით ქუთაისის ახალგაზრდობის განვითარების სტარტეგიის შექმნა.