ქუთაისის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის მიზნობრივ დახმარებას მიიღებს ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ( M4EG ) ფარგლებში, 225 000 ევროს მიზნობრივ დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გაავრცელა ინფორმაცია. ქუთაისის მუნიციპალიტეტი მიზნობრივი დახმარების ფარგლებში მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელებს შექმნის და მათ დანერგვას დაიწყებს. აღნიშნულ დახმარებას მიიღებს საქართველოს რვა მუნიციპალიტეტი. ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობა მუნიციპალურ განვითარებაში სისტემური მიდგომების დანერგვასა და მდგრადი და ინკლუზიური მოდელების შექმნას მოხმარდება.