ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია ჰუმანიტარული ფონდი, სოხუმის ხელმძღვანელს, ალა გამახარიას შეხვდა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, მაგდა კოსტავა დღეს ჰუმანიტარული ფონდი, სოხუმის ხელმძღვანელს, ალა გამახარიას და ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარ საკითხს, გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და სტრატეგიული დოკუმენტის შექმნის აუცილებლობა წარმოადგენდა.
1. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ფონდ სოხუმს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
2. ა. შემუშავდება გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დოკუმენტი.
ბ. შეიქმნება გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა.
3. მოხდება ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება.
საბჭოს გაძლიერების მიზნით, ფონდი სოხუმის წარმომადგენლები აქტიურად იქნებიან ჩართული სამოქმედო გეგმის და სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაში, გააძლიერებენ ფორმირებულ საბჭოს და იმუშავებენ მიზნობრივი ჯგუფების ცნობიერების ამაღლებაზე.