ქუთაისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრებმა დღეს,საკრებულოს რიგით მე-5 სხდომაზე დასამტკიცებელი საკითხები განიხილეს. სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა და მას კომისიის თავმჯდომარე, თეა ჯუღელი უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 125-ე მუხლის მე-8 და მე-12 მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
3.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.<
4.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება პარკინგსერვისის მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა ანგარიშგების წესების, საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტისა და დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) აღრიცხვის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022წლის 26 იანვრის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6.მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის განხილვის შედეგების შესახებ.
7.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის 2022 წლის სამუშაო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების თაობაზე.