ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შეხვდნენ.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე, რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალზე, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროსა და დამეგობრებული ქალაქების ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ქუთაისი და ლიეტუვის ქალაქი კაუნასი 2018 წლიდან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობენ. პარტნიორული თანამშრომლობის საფუძველზე უახლოეს პერიოდში აღნიშნულ ქალაქებს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდება.
ლიეტუველმა დიპლომატმა სურვილი გამოთქვა ქუთაისში მოეწყოს ლიეტუვას თანამედროვე არქიტექტურის შესახებ ფოტო გამოფენა.
მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.