ქუთაისის მერიაში "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა 2022“-ის გამარჯვებული პროექტების ავტორებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის მიზანია ახალგაზრდობის სფეროში ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებისა და მათი უნარების განვითარების ხელშეწყობა, ასევე საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვა.
“ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში უკვე ათეულობით პროექტი იქნა ქუთაისის მერიის მიერ დაფინასებული. უამრავი ახალი იდეა იქცა რეალობად. ეს იდეები გამოადგება ჩვენს ქალაქს, ჩვენს ახალგაზრდებს. დღეს გამარჯვებული პროექტების ავტორებს შევხვდით. პროექტების ხარისხი და მრავალფეროვნება მიგვანიშნებს იმაზე, რომ დიდია ამ პროგრამით დაინტერესება. ჩვენ სამომავლოდ ვგეგმავთ გავზარდოთ როგორც დაფინასება, ასევე პროგრამის მასშტაბები, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს და გამოადგეს ჩვენს ქალაქს“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
2022 წლის პროგრამაში გამარჯვებული პროექტები.
1. “ ახალგაზრდა მეწარმე - როგორც ქვეყნის მომავალი” („აი ქუთაისი“
ანა ლიპარიშვილი);
2. Airsoft Space (გიორგი ოკრიბელაშვილი);
3. „მეოცნებე ნიამორები“ ( თამაზ ცხადაძე);
4. „ახალგაზრდა ელჩები ქუთაისის განვითარებისთვის“ (ა(ა)იპ სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრი, თეონა ფურცხვანიძე);
5. „ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო (სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ – RICDOG, ლანა თოთაძე);
6. langua.edu.ge (მედეა ალფაიძე);
7. ინფო ქუთ*აისი ( მედეა ტაბატაძე);
8. ბოჩა - სპორტულ-საგანმანათლებლო კლუბი (ააიპ ახალგაზრდული ჰორიზონტი, მინდია თავხელიძე);
9. „ოფროუდ სპრინტი“ (სსიპ ქუთაისის ოფროუდ ფედერაცია, ნიკოლოზ გუჩუა );
10. „მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის ბინადართა სავანე“ ( ნინო ნებიერიძე).