ქუთაისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ჰუმანიტარულ "ფონდ სოხუმს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ და ფონდი სოხუმის ხელმძღვანელმა, ალა გამახარიამ მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს, გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმისშექმნას. ფონდი სოხუმისწარმომადგენლები ასევე ჩართული იქნებიან საბჭოს ფორმირებაში. ფონდი სოხუმი აქტიურად თანამშრომლობს ქუთაისის თვითმმართველობასთან და საკრებულოსთან. ჩვენი მიზანია არასმთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად,მოვახდინოთ ერთგვარი პასუხისმგებლობის გადანაწილება, რომ შევძლოთ იმ საკითხების გააქტიურება რომელიც უშუალოდ გენდერულ პოლიტიკას ეხება. ამიტომ ჩვენი პირველი ამოცანაა გენდერული თანასწორობის საბჭოს ფორმირების შემდეგ,ინკლუზიურად შევიმუშაოთ სტრატეგიული დოკუმენტი. რის შემდეგაც მოვახდენთ ამ დოკუმენტის იპლემენტირებას და გადათარგმნას უკვე პრაქტიკულ შესაძლებლობებში, რომელიც ადგილობრივ დონეზე კიდევ უფრო გააძლიერებს გენდერულ პოლიტიკას.- განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.