ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ბასილაძე დღეს, მაჟორიტარ დეპუტატთან, მაგდა კოსტავასთან და საკრებულოს დეპუტატთან, ბექა მახარაძესთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა. კახიანოურის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა, თითოეული პრობლემა დეტალურად შეისწავლეს და მოგვარების გზები, აღმასრულებელი რგოლის სამსახურის ხელმძღვანელებთან განიხილეს.