ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში გაიხსნა გამოფენა „წმინდა ფიროსმანი“, რომელზეც წარმოდგენილია ფიროსმანის იაპონელი მკვლევარის ჰარადა ტაკეჰიდეს ნამუშევრების ასლები.
გამოფენის გახსნაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლებმა .
„ ჩვენ იაპონიასთან ურთიერთობის 30 წლიანი გამოცდილება გვაქვს. ყოველწლიურად კიდევ უფრო აქტიური ხდება ჩვენი თანამშრომლობა . რამდენიმე დღის წინ, იაპონიის საელჩოს დახმარებით, საკურას ხეივანი გავაშენეთ ქუთაისში. დღეს კი, გავხსენით გამოფენა „წმინდა ფიროსმანი“, რომელზეც წარმოდგენილია ფიროსმანსა და საქართველოზე შეყვარებული იაპონელი მხატვრის ჰარადა ტაკეჰიდას ნამუშევრების ასლები.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მსურველები გამოფენის დათვალიერებას ერთი თვის მანძილზე შეძლებენ.