ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და საქართველოში აშშ-ის მისიის უფროსის მოადგილე რაიან ჰარისი ქუთაისის „ამერიკულ კუთხეს“ ესტუმრნენ.
„ამერიკულ კუთხეში“ წარმოდგენილი იყო საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა.
„ქუთაისში უკვე 10 წელია არსებობს „ამერიკული კუთხე“, რომელიც ბევრი საინტერესო და წარმატებული პროექტის ინიციატორია ჩვენს ქალაქში. დღეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 30 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა დავათვალიერეთ , ელჩის მოადგილესთან ერთად.
მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავ წარმატებული იქნება.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.