️ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი წარმატებულ ქუთაისელ მოსწავლეებს შეხვდა და მათ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული საუკეთესო შედეგები მიულოცა.
️ანასტასია ქუთათელაძე, დავით თათვიძე და გაბრიელ გაბადაძე ნორჩი მოჭადრაკეები არიან, რომლებიც თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში ევროპის, საქართველოს და იმერეთის ჩემპიონები გახდნენ.
️ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი კუჭავა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვებულია.
️ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა- ლიცეუმის მოსწავლე გივი შალამბერიძე დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ გამორჩეულ სასწავლებლში "Barnard Castle School" -ში ჩაირიცხა, 100%-ანი გრანტით.
️ამავე ლიცეუმის მოსწავლე ანასტასია ლელაძე კი ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, 95% -ანი დაფინანსებით.
️„ჩვენი ქალაქის წარმატებულ მოსწავლეებს შევხვდი დღეს. ეს ახალგაზრდები არიან ქუთაისის და საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღე და იმედი. თავიანთი ცოდნით, განათლებით და შრომით მიაღწიეს მნიშვნელოვან შედეგებს. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს მათ, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ და გამოადგნენ ჩვენს ქვეყანას.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.