ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა პროცედურული საკითხები განიხილეს, რომელიც ფრაქციასა და კომისიებში ახალი წევრის ადგილმონაცვლეობას ითვალისწინებს.სხდომას კომისიის თავმჯდომარე, თეა ჯუღელი უძღვებოდა. დღის წესრიგი: 1ჯემალ ბიბილეიშვილის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიაში გაწევრიანების შესახებ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის საფუძველზე. 2 ჯემალ ბიბილეიშვილის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში გაწევრიანების შესახებ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის საფუძველზე. 3. ჯემალ ბიბილეიშვილის ფრაქცია ,ქართული ოცნების წევრად და ამავე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შესახებ.