️ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით მიმდინარე „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG)“ მეორე ფაზის ფარგლებში, საგრანტო კონკურსში „მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელი“ გაიმარჯვა ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებმა.
ქუთაისმა სამიზნე მიმართულებად აირჩია „ქუთაისი-სმარტ გადაწყვეტილებები ეკო ქალაქისათვის“.
️პროექტის ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ დაასრულა მორიგი ორკვირიანი ეტაპი „ბუთქემფის“ ფორმატში, რომელსაც ორგანიზებას უწევდა სტრატეგიული და ტრანსფორმაციული ინოვაციების სფეროში მოქმედი ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო ორგანიზაცია Chora Foundation. განხილვის პროცესში მონაწილეობდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
️ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია მზად არის, UNDP-თან ერთად, „მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელით“, ხელი შეუწყოს სმარტ ეკო სამოქალაქო ქცევების და სერვისების დამკვიდრებას, საზოგადოებისათვის მეტი კეთილდღეობისა და სარგებლის მიღებას, უპასუხოს გაეროს მდგრადი განვითარების SDG მიზნებს.