ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ახალი სკვერების მოწყობა რამდენიმე დღეში დასრულდება ბუხაიძის ქუჩის #22 ბინისა და მეჩვიდმეტე ბაგა-ბაღის მიმდებარედ. აღნიშნულ ლოკაციებზე მოწესრიგდა მწვანე საფარი, დაირგო ახალი ხე-მცენარეები, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის განათებები და ძელსკამები წყალარინების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს აღმაშენებლის #136-ე ბინასთან. პრობლემის მოგვარება საკრებულოს შუამდგომლობით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის უშუალო ჩართულობით მოხდა. დღესვე საკრებულოს თავმჯდომარემ, გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც მან ადგილობრივების პრობლემები ინდივიდუალურად მოისმინა.