ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ნიკეას ქუჩის N7 ჩიხში საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
ნიკეას ქუჩის მე-7 ჩიხში დაწყებულია გზის კაპიტალური შეკეთება. ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა.
სამუშაოებს აწარმოებს შპს „დაგი+“. ნიკეას ქუჩის მე-7 ჩიხის რეაბილიტაციისთვის 416 624 ლარია გამოყოფილი და ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება. გზის რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დასრულდება.
„ქუთაისში აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირის საგრანტო პროექტების განხორციელება. დღეს ვიმყოფებოდით ნიკეას ქუჩის მე-7 ჩიხში, სადაც სწორედ ამ პროექტით დაფინანსდა გზის რეაბილიტაცია. ეს გზა ათწლეულებია არ შეკეთებულა . 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯება ამ ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. განახლდება ასფალტო-ბეტონის საფარი, გაკეთდება ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა.
რეაბილიტაციის შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნეს-სექტორს , რომლებიც ამ ქუჩით სარგებლობენ, მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ ქალაქის სხვა უბნებთან დაკავშირება.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.