ინფრასტრუქტურული პროექტები უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში
უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს, მაჟორიტარმა დეპუტატმა, ამირან კოპალეიშვილმა, მერის წარმომადგენელთან, ზაზა ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.
პროგრამა თავისუფალი ინიციატივების ფარგლებში უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ამ დროისთვის რეაბილიტაცია უტარდება დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე მდებარე წყაროს. ასევე წესრიგდება ბარნოვისა და ჯავახიშვილის ქუჩის დამაკავშირებელი საფეხმავლო კიბე.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ლესელიძის მე-3 ჩიხში. პროექტის თანახმად წესრიგდება სანიაღვრე არხი და მოეწყობა ბეტონის საფარი.
მინი ატრაქციონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს პეტრიწის მეოთხე შესახვევში. აღნიშნულ ლოკაციებზე სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება.