ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ჯემალ ბიბილეიშვილის ინიციატივით და ლევან ადეიშვილის თვალის კლინიკის მხარდაჭერით საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში პენსიონერ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დღეს, ოფთალმოლოგიური კვლევის სრული სერვისის მიღების საშუალება მიეცათ.
მაღალკვალიფიციური ექიმების მიერ, პაციენტებს თვალის სრული დათვალიერება, თანამედროვე აპარატურის გამოყენებით ჩაუტარდათ. კონსულტაციის შემდეგ პაციენტებს შესაბამისი მკურნალობის კურსი დაენიშნათ.