ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა და ქალაქის მერიის ორგანიზებით, ჩატარდა ქუთაისის ღია პირველობა კალათბურთში 2010-2011 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის.
სპორტის სასახლეში გარდამავალი თასის მოსაპოვებლად 8 საკალათბურთო გუნდი იბრძოდა.
ღია პირველობა წელს პირველად ქუთაისის მერის ინიციატივით მოეწყო და ყოველ წელს გაიმართება.
საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
III ადგილი-ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მე-11 კომპლექსური სპორტული სკოლის გუნდი.
II ადგილი-ქუთაისის ,,აია ბასკეტი"
I ადგილი-თბილისის ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი.