ქუთაისის სპორტის სასახლეში ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა ჯიშიანი ძაღლების ეროვნული გამოფენა CAC FCG "გვირილობა" და "ქუთაისის თასი 2022".
გამოფენა ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ქუთაისის ორგანიზაცია.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 70-მდე სხვადასხვა ჯიშის ძაღლმა და გამოვლინდა 30-ზე მეტი გამარჯვებული , ცალკეულ სახეობებში.