ქუთაისში „ოფროუდ სპრინტის“ შეჯიბრი გაიმართა, რომელიც ჩატარდა "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა 2022“-ის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში.
ღონისძიების მხარდამჭერი იყო ქუთაისის მერია, ორგანიზატორი- საქართველოს ოფროუდ ფედერაცია.
„ოფროუდ სპრინტი“ მოეწყო ავტოქარხნის დასახლების ტერიტორიაზე, ყოფილი აეროპორტის მიმდებარედ. მონაწილეობდა 32 ეკიპაჟი - საქართველოს, სომხეთის და თურქეთის წარმომადგენლები. გათამაშდა 4 საპრიზო კატეგორია.
" საუკეთესო ეკიპაჟის" პრიზი ქუთაისელი ნიკოლოზ გუჩუასა და ზვიად დვალიშვილის ეკიპაჟს გადაეცა.