ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ , მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ომში დაღუპულებს პარაკლისი გადაუხადა.
" ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს ვულოცავ ომის ვეტერანებს და განსაკუთრებით 4 ქუთაისელ ვეტერანს. მხოლოდ ეს 4 ადამიანი გვყავს დღეს ქალაქში, რომლებმაც იბრძოლეს მეორე მსოფლიო ომში და საკუთარი წვლილი შეიტანეს ფაშიზმის დამარცხებაში.
დღესაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ომს. მშვიდობა მინდა ვუსურვო მთელ მსოფლიოს!
დიდება გმირებს!"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 1000-1000 ლარი გადასცა.