ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამით, პროექტის „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ ფარგლებში ბანაკი მოეწყო. პროექტს ახორციელებს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი".
ბანაკის დახურვაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
”ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭო“ არის ერთ-ერთი იმ გამარჯვებული პროექტებიდან, რომლებიც ჩვენ დავაფინანსეთ ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამით. დღეს შევხვდი ახალგაზრდებს, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში იქნენ შერჩეული ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის ხედვა და პოზიცია ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებით. მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდებმა მომზადების საკმაოდ მაღალი დონე გამოავლინეს. მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება. “-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ბანაკი 4 დღის მანძილზე მუშაობდა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის როლისა და მნიშვნელობის , "2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციისა" და ქუთაისის მუნიციპალიტეტში ჩატარებული "ახალგაზრდული საჭიროებების კვლევის" შესახებ.