ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგის შესახებ იმსჯელეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე,თეა ჯუღელი უძღვებოდა. დღის წესრიგი: 1.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს,ფრაქცია ქართული ოცნების დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის #12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 2..ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე, ამ კომისიის თავმჯდომარის, ამირან კოპალეიშვილის განცხადების ცნობად მიღებისა და მისთვის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.