საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი, ქუთაისის საკრებულოს თანამდებობის პირებს და აპარატის თანამშრომლებს შეხვდა
საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი, ეკატერინე ქარდავა დღეს, ქუთაისის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებს და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მოხელეთა პრაქტიკულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.
შეხვედრაზე ისაუბრეს საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი გზამკვლევის შესახებ. 2017 წლის 20 აპრილს საქართველოს მთავრობამ დადგენილებით დაამტკიცა საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები რომლის მიზანია საჯარო მოსამსახურის პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება, რაც ხელს უწყობს მიუკერძოებელი, ობიექტური და კოლეგიალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას.
აგრეთვე საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდას.
საჯარო სამსახურში დასაქმებული თითოეული პროფესიონალი საჯარო მოხელე, თავისი არსით და დანიშნულებით, მონაწილეობს ქვეყნის საერთო კეთილდღეობის შექმნაში.