ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.
ქუთაისის მერმა იოსებხახალეიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია.მთელი ჩვენი ისტორია ჩვენი დიდი წინაპრების თავგანწირული და ერთგული ბრძოლაა სამშობლოსთვის. წელს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ამ დღეს ქუთაისში. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ევროპული ღირებულებები, ქუთაისი უძველესი ევროპული ქალაქია და სიმბოლურია, რომ სწორედ აქედან ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა განუხრელად ევროპულია. თავისუფალი, დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი იქნება!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა..