ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, დეპუტატებმა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს, იმერეთის სამხარეო ცენტრის მიერ მოქმედი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. სხდომას ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მამუკა რიჟამაძე უძღვებოდა. დღის წესრიგი: 1.ინფორმაციის მოსმენა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის, მიმდინარე პროგრამების შესახებ. 2.სპოტრულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის კობა ფხაკაძის ანგარიში სპორტულ სკოლებში არსებული სამედიცინო ოთახების მდგომარეობის, სამედიცინო ინვენტარის და შეძენილი მედიკამენტების შესახებ.