ქუთაისში გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. ქუთაისის მერიამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან: იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირთან „სპექტრი“და იმერეთის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან ერთად , ქალაქის მთავარ ბულვარში გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნა. ღონისძიებაში ქალაქის N2, N28, N33, N3 საჯარო სკოლების, ქუთაისის „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის და ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ასფალტზე ცარცით დახატეს საკუთარი სურვილები გარემოსდაცვის თემაზე. მწვანე ცხოვრების წესსა და გარემოს წინაშე არსებული პრობლემების თემატიკაზე გამოფენილი იყო ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრები, გაიმართა ეკო - პლენერი, მოქალაქეებს დაურიგდათ „ქუთაისი - ეკო სმარტ ქალაქი“-ს გარდაქმნის პორტფელის ძირითად მიმართულებებზე საინფორმაციო ფლაერები. ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“-ს სახელით გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტრანსფორმაციის პორტფელზე ქუთაისის ეკო სმარტ ქალაქად გარდაქმნას, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“- ინიციატივის ნაწილია.